
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე შემოქმედებთი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მე-7 კლასში, დამრიგებლის - ნარა მარკოსიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა ლიტერატურული დილა, რომელიც სომეხი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ეღიშე ჩარენცის დაბადებიდან 128 წლისთავს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ეღიშე ჩარენცის ბიოგრაფიული შტრიხები, წარმოთქვეს ლექსები, წარმოიდგინეს რამდენიმე ეპიზოდი მისი მოღვაწეობისგან და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი როლი სომხური ლიტერატურის განვითარებისთვის. ასევე, მომზადებული ჰქონდათ ცეკვები და სიმღერები.
„ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება გაუღრმავებს მოსწავლეების ცოდნა თავიანთი ლიტერატურისა და კულტურის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: