მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ 
26-03-2025

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. სკოლის სასკოლო საზოგადოება შეუერთდა „ჭრელი წინდების“ კამპანიას, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს განსხვავებულობის მიმღებლობას, მრავალფეროვნებასა და თანასწორობის იდეას.

მოსწავლეებმა, სიმბოლურად, ფერადი წინდები მოირგეს და გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის ინფორმაციული პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეები გაეცნენ დაუნის სინდრომის რაობას, ხაზი გაესვა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას.

ღონისძიების სლოგანი - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“ ხაზს უსვამს, რომ ინკლუზიური და მზრუნველი გარემოს შექმნა საზოგადოების თითოეულ წევრზეა დამოკიდებული. 

ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას, არამედ ხელს უწყობს უფრო ჰუმანური, ტოლერანტული და მეგობრული გარემოს შექმნას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203