იდლიანის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა
27-03-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.

ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ფილმის - „ეგვიპტის პრინცი“ ჩვენება გაიმართა.

აქტივობის მიზანი იყო ფილმის დახმარებით მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრება. შესწავლილი მასალის სხვა რაკურსით დანახვა და ჩაღრმავება. 

მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს ფილმში ნანახსა და ნაწარმოებ „თავდადებული მღვდელი თევდორეს“ შორის.

ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი შეხედულება დააფიქსირეს და მადლიერება გამოხატეს მღვდელი თევდორესა და მოსეს მიმართ, მათი ხალხის გადარჩენისთვის.

აქტივობა მასწავლებლების - ანიკო იოსელიანისა და ნანა უთალიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203