„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ - იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები
26-03-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას  შეუერთდა. 

მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ გამართეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობაზე.

პრეზენტაციის განმავლობაში მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე, სინდრომის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს. 

მათ წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხელი შეუწყოს თანასწორ და მხარდამჭერ გარემოს.

ღონისძიების განმავლობაში ჩატარდა თემატური აქტივობები, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, რომლებზეც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და მხარდაჭერა.

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ – ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სიყვარული, მეგობრობა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203