„მრუდწირული ტრაექტორიის კვლევა- კურვიმეტრის დამზადება“ - ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
25-03-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტები ავითარებს მოზარდების კვლევით და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს, მოზარდებს ასევე ეძლევათ საშუალება საკომუნიკაციო უნარების დახვეწის.

ახლახან, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „მრუდწირული ტრაექტორიის კვლევა - კურვიმეტრის დამზადება“.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის პედაგოგ შორენა ბეჟიტაშვილთან ერთად, დაგეგმეს პროექტზე მუშაობის ეტაპები, მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, დაახარისხეს, დაამზადეს ხელსაწყო (სპეციალურად შერჩეული მასალებით) კურვიმეტრი, ჩაატარეს ღია სივრცეში პრაქტიკული სამუშაო და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

მიუხედავად იმისა რომ პროექტზე მუშაობა გუნდური სამუშაოა, მისი შესრულება ინდივიდუალურ   მუშაობის პროცესსაც არ გამორიცხავს.

პროექტის დაგეგმარებაში მე-9 კლასის მოსწავლეებს აქტიურად ეხმარებოდა ფიზიკის პედაგოგი შორენა ბეჟიტაშვილი, მათ ერთად დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები, კურვიმეტრით გამოთვალეს რთული კუთხეების ზომები, ასევე რუკაზე გადაზომეს საქართველოს საზღვრის სიგრძე, (ჩაატერეს პრაქტიკული სამუშაო) ღია სივრცეში აღებული ანათვლებით დაიანგარიშეს მრუდწირული ტრაექტორიის სიგრძე, პრეზენტაციებს ერთვოდა ვიდეორგოლებიც.

„წარმატებები 23 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს, შემოქმედებითი უნარების მქონე, პატარა ფიზიკოსებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203