
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულნი არიან შემოქმედებითი ბუნების საინტერესო აქტივობებში და კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.
ახლახან, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საპროგრამო მასალით შესწავლილი ტექსტის შემდეგ, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს და მრავალფეროვანი ნახატები და მაკეტები შექმნეს.
დავალება, მოსწავლეებს პედაგოგმა ირინა კოსტავამ შესთავაზა, რომელიც გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევს ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მათ შემოქმედებით განვითარებაზეც ზრუნავს.
„ცვლილებები უბანში საცხოვრებელი ადგილის შეცვლას იწვევს, მაგრამ მონატრება წარსულისა არსად ქრება. ის სულ სევდანარევ, ტკბილ მოგონებად რჩება და იღვიძებს ხოლმე ნაცნობ ადგილებში მოხვედრისას. ეს სევდიანი ცვლილებები გააცოცხლეს ჩემმა ონავრებმა ნახატებსა და მაკეტებში“,- გვეუბნება პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ვიდეო