თბილისის N36 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია
25-03-2025
თბილისის N36 საჯარო სკოლაში პედაგოგები ძალღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, იყვნენ ტოლეანტები,  მოუარონ ბუნებას და გაითავისონ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
 
სწორედ ამიტომ სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება როგორ მასწავლებლების ისე თავად მოსწავლეების ინიციატივით. ამჯერად კი სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.

„იცოდით, რომ 18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა? - ეს დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობის შესახებ.

ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვესაუბრეთ ნარჩენებზე, მათ სახეებზე, გადამუშავებასა და მართვაზე. ამით კი მცირედი წვლილი შევიტანეთ მათი ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებაში.

შეგახსენებთ ჩვენ სკოლაში უკვე ერთი წელია გვაქვს ცალკე ურნა პლასტმასის ბოთლების და თავსახურებისთვის მათ ვაბარებთ ხელახალი გადამუშავებისთვის ან ვძენთ ახალ სიცოცხლეს
გაუფრთხილდით გარემოს!

ხელი შეუწყეთ ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებას საქართველოში“, - არნიშნულია ეკოკლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203