
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის პედაგოგთა აქტიური ჩართულობით დაუნის სინდრომის დღე სხვადასხვა კლასებში განსხვავებული აქტივობებით აღინიშნა. გარდა იმისა რომ მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები სინდრომთან დაკავშირებით და გაეცნენ მის თავისებურებებს.
ამასთან, მესამე კლასის დამრიგებელის ნატა ასტამაძის დახმარებით გააკეთეს პროექტი „21 მარტი, მზის შვილები“, ხოლო გეოგრაფიის მასწავლებლის ხელშეწყობით მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს დაუნის სინდრომთან დაკავშირებით პლაკატები და სკოლის ჰოლში გამოფინეს.
იხილეთ ფოტოები: