ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე ეკოაქტივობებით აღნიშნეს
25-03-2025

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს. I-IV კლასებში ეკოაქტივობები ჩატარდა. მოსწავლეებმა დარგეს ნერგები და გააფერადეს ტყის ბინადართა ნახატები.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ  გამოაცხადა. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203