დეხვირის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინფორმაციულ-შემეცნებითი, ინტერაქტიული აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მიეძღვნა
25-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქრისტინე ჭაბუკიანმა - საინტერესო, ინფორმაციულ-შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები.

შეხევდრაში მონაწილეობდა სკოლის ექთანი სოფო ჩაფჩიძე, რომელმაც კიდევ უფრო ამომწურავად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ამ დღის მნიშვნელობა და საჭიროება.

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს.

 21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე - არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას 

2025 წლის მთავარი სლოგანია - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203