ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდნენ 
26-03-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ და გარემოსდაცვით ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ. 

„დედამიწის საათი“ მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს, ერთი საათით, უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

„დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) აღნიშნა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა აქტივობამ მსოფლიო მასშტაბები შეიძინა.

„დედამიწის საათის“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების გაერთიანებას პლანეტის დასაცავად, ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებისა და ბუნების კარგვის შესახებ და მოუწოდებს მხარდამჭერებს, სიმბოლურად, ერთი საათით სინათლის ჩაქრობასთან ერთად, გაავრცელონ ინფორმაცია არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე. გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების (პედაგოგები: ელენა ბუაძე, ხათუნა გორგოძე, მაია ჯანაშია) სწავლების თანმხლები საკითხია.

„დედამიწის საათი“, დღეისათვის, 190-ზე მეტ ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

22 მარტს, ქუთაისის №4 სკოლაც შეუერთდა ამ გლობალურ გარემოსდაცვით აქციას. სკოლის გალერეაში კი შთამბეჭდავი ფოტოები განთავსდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203