ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონასტრები მოილოცეს
21-06-2018
ძიმითის საჯარო სკოლის V-VII კლასის მოსწავლეებმა ჯიხეთისა და ერკეთის მონასტრები მოილოცეს და სამონასტრო ცხოვრების ისტორიას გაეცნენე.
ექსკურსიის ფარგლებში, ბავშვები ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, გაეცნენ მწერლის სხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ეპიზოდებს.
ნინოშვილის მძიმე ცხოვრების ისტორიის მოსმენამ ბავშებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოსწავლეები მწერლის შემოქმედებით დაინტერესდნენ და საზაფხულო არდადეგებზე მისი მოთხრობების წაკითხვის სურვილი გამოთქვეს.
კითხვისას, მათ თავლწინ ძველი გურიის ყოფა გაუცოცხლდებათ.
ექსკურსიამ ძალიან საინტერესოდ, შთაბეჭდილებებითა და მხიარულებით ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს