
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში მხარს უჭერენ და ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოაზროვნეებმა საოცრად აქტიური და შედეგიანი თამაში აჩვენეს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მათ შემდეგ ეტაპებზე წრმატებას უსურვებენ.
„მადლობა მონაწილე მოსწავლეებს ჩართულობისთვის! გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კონკურსის სკოლაში მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიამ რობაქიძე.
იხილეთ ფოტოები: