ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფინანსური წიგნიერების ტრენინგი ჩაუტარდათ 
27-03-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

20 მარტს, ფულის მართვის გლობალური კვირეულის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ჩაუტარდათ უფასო ტრენინგი - „ფულის მართვის ხელოვნება“.

ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ფულის დაზოგვის, პირადი და ოჯახის ფინანსების ბიუჯეტირების და ციფრული ვალუტების მიმოქცევის შესახებ დაგეგმილ შემეცნებით აქტივობებში.

ტრენინგი ჩატარდა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.  ტრენინგში მონაწილეობდნენ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, ვიქტორინა-კონკურსში წარმატებით იასპარეზეს და გაიმარჯვეს IX კლასის მოსწავლე მარიამ კვირიკაშვილმა (დამრიგებელი თამილა ფურცხვანიძე) და IX კლასის მოსწავლე მერაბ მამარდაშვილმა (დამრიგებელი ლელა მანჯავიძე).

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.

ტრენინგი ჩაატარეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების მიმართულების პროფესორმა ნანა შონიამ და ამავე მიმართულების ასოცირებულ პროფესორმა ხათუნა შალამბერიძემ, როსთვისაც ქუთაისის N19 სკოლის სასკოლო საზოგადოებას მადლობას უხდის და ახარებთ რომ თანამშრომლობა გრძელდება. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203