„ჯანმრთელი მომავლისთვის“ - დაშბაშის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
24-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება. 

ახლახან, სკოლაში სასწავლო პროექტი - „ჯანმრთელი მომავლისთვის“ განხორციელდა. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის ისეთ საკითხებზე როგორებიცაა - დღის რეჟიმი, პირადი ჰიგიენა, ძილი, ჯანსაღი ცხოვრება, სწორი კვება, ვიტამინები, მიკრობები, ბაქტერიები და სხვა.

მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტში, მოამზადეს ბუკლეტები, პრეზენტაცია, და კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობა განახორციელეს.   

პროექტის ხელმძღვანელი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...