„მოსწავლე მასწავლებლის როლში“ - ნინოწმინდის N3 სკოლის დირექტორმა, არმენუჰი ღარსლიანმა მე-8 კლასელებს მორიგი საინტერესო აქტივობა შესთავაზა
24-03-2025

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე დროს რუსული ენის პედაგოგი - არმენუჰი ღარსლიანი სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავს და მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს.

პედაგოგმა მე-8 კლასის მოსწავლეებთან ამჯერად როლურ თამაშს მიმართა და მორიგი საინტერესო აქტივობა განახორციელა სახელწოდებით - „მოსწავლე მასწავლებლის როლში“.

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მინდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე პედაგოგის როლი მოირგეს.

გაკვეთილი მათთვის ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...