ტყიბულის N2 სკოლის კალათბურთელთა გუნდი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა 
24-03-2025

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, სპორტი კი წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

19 მარტს, ქალაქ ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2024-2025“-ის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება, სადაც სკოლის კალათბურთელთა გუნდი მე-3 საპრიზო ადგილის დაკავებისათვის სიგელით დაჯილდოვდა.

მოსწავლეთა პედაგოგი შალვა ბიბიბილაშვილი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალგაზრდა კალათბურთელებს წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203