30-დან 30 ქულა - ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლის - ელენე ლეთოდიანის ბრწყინვალე წარმატება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში
24-03-2025

ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. მოტივირებული მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

XII კლასის მოსწავლე ელენე ლეთოდიანმა მოსწავლეთა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა. ოლიმპიადის მესამე ტურში, საგანში - ქართული ენა და ლიტერატურა, მაქსიმალური 30-დან 30 ქულა მიიღო (მასწავლებელი:ლეილა ლომთაძე), ისტორიაში კი - 25 -დან - 20 ქულა (მასწავლებელი: დარეჯან გასვიანი) მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.

„ვულოცავთ მოსწავლეს, საგნის მასწავლებლებს და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას ამ დიდ წარმატებას! კვლავაც ბევრი გამარჯვება ჩვენს სკოლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203