ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის - შორენა ხეცურიანის უამრავ სერტიფიკატს, სიგელსა თუ მადლობის ფურცელს კიდევ ერთი შეემატა
25-03-2025

ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და ქვეყანას ღირსეულ მოქალაქეებს უზრდის. ამაში ლომის წილი კი სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მიუძღვით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე შორენა ხეცურიანი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა სწავლა-აღზრდაში და ძალ-ღონეს არ იშურებს რომ ქვეყანას განათლებული და ერუდირებული თაობა აღუზარდოს. გაწეული შრომა უკვალოდ არ რჩება. მის უამრავ სერტიფიკატს, სიგელს თუ მადლობის ფურცელს კიდევ ერთი შეემატა.

„კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს შორენა მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203