ახალქალაქის N4 სკოლის პირველკლასელთა საგაზაფხულო ჟრიამული და ყვავილებითა და პეპლებით მორთული სასკოლო გარემო 
24-03-2025

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზაფხულის მოსვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ. 

მართალია, ჯავახეთში, აბულის მთის ქვეშ შეყუჟულ, ამ დრომდე თოვლიან ახალქალაქში, გაზაფხული უფრო გვიან მოდის, ვიდრე ბარში, სკოლის პირველკლასელებმა სკოლაში გაზაფხულის სურნელი დაატრიალეს. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელებთან ერთად, „ხელოვნურად“ მოიყვანეს გაზაფხული,  ფერადი ყვავილებით, წეროებითა და პეპლებით მორთეს სკოლის კედლები,  საგაზაფხულო თემატიკაზე ლექსები მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას გაზაფხული მიულოცეს.

„წეროებისა და  პეპლების გამოჩენამდე  ცოტა დრო დარჩა და ეს შეგვახსენეს, თავიანთი  გულმხურვალე მილოცვით“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203