თორიის საჯარო სკოლის მე-5 კლასში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ვიდეორგოლს უყურეს და სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს
24-03-2025
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მე-5 კლასის დამრიგებელმა, ეკატერინა მალხასიანმა, 21 მარტს ჩაატარა შემოქმედებითი აქტივობა დაუნის სინდრომის შესახებ.
 
მოსწავლეებმა მოუსმინეს მასწავლებელს და უყურეს დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლს. შემდეგ სიმბოლურად გააფერადეს და ფერადი ქაღალდებისგან გამოიჭრეს წინდები და მოათავსეს საერთო ფორმატზე. მათ უფრო ღრმად გაიცნეს, თუ რა არის დაუნის სინდრომი და შეთანხმდნენ, რომ მართლაც მეგობრები ქრომოსომებს ვერ ითვლიან. ამგვარი აქტივობები მოსწავლეებს განუვითარებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, სიყვარულს, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას.
 
იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203