
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა. ბავშვები კომპლესურ დაველებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საპროგრამო მასალით ჯანი როდარის მოთხრობა - „ერთი და შვიდი“ შეისწავლეს და საინტერესო კომპლექსურ დავალებაზეც იმუშავეს.
მოსწავლეებმა ტექსტის ტექსტის პერსონაჟები ჯერ ნახატებით გააცოცხლეს, შემდეგ კი აამეტყველეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, მოთხრობას ჩაუღრმავდნენ და მისი მთავარი სათქმელი უკეთ გაიაზრეს.
იხილეთ ვიდეო: