წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ და მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ.
21 მარტს, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ 2024-2025 გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა.
თამაში საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოვიდა, მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებლებს!
ამავე დღეს, სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ შემოდგომის სეზონის ნახევარფინალისა და ფინალის გამარჯვებული გუნდები.
იხილეთ ფოტოები: