დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-03-2025

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ინიციატივით კი არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად. 

ამჯერად სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომთან დაკავშირებით და პრეზენტაციის ფარგლებში ერთმანეთს მოძიებული საინტერესო მასალები გააცნეს. 

ცნობისთვის, 21 მარ­ტი და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა. (LOTS OF SOCKS) „უთ­ვა­ლა­ვი წინ­და" - ტრა­დი­ცია 2013 წელს და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით დამ­კვიდ­რდა. მისი მი­ზა­ნი მა­სობ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ხატ­ვაა. ფე­რა­დი წინ­დის შე­ძე­ნით ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცე­ვენ გარ­შე­მომ­ყოფ­თა ყუ­რა­დღე­ბას, ხდე­ბი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი და იღე­ბენ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - წვლი­ლი შე­აქვთ და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფონდში, რო­მე­ლიც თე­მის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და სტიგ­მის დაძ­ლე­ვა­ზე მუ­შა­ობს.

რა ვი­ცით და­უ­ნის სინ­დრო­მის შე­სა­ხებ - და­უ­ნის სინ­დრო­მი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ანს ზედ­მე­ტი ქრო­მო­სო­მა აქვს. სწო­რედ ქრო­მო­სო­მე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს ორ­სუ­ლო­ბის დროს და მის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გორც მუც­ლად­ყოფ­ნის, ასე­ვე და­ბა­დე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ბავ­შვი იბა­დე­ბა 46 ქრო­მო­სო­მით. ბავ­შვებს და­უ­ნის სინ­დრომით აქვთ ზედ­მე­ტი 21-ე ქრო­მო­სო­მა. სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე მას „21-ე ტრი­სო­მიას“ უწო­დე­ბენ. სწო­რედ ზედ­მე­ტი ქრო­მო­სო­მა ხდე­ბა ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...