„ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“ - შორაპნის საჯარო სკოლის მე-8 კლასელები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტით გამოეხმაურნენ
24-03-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები (პედაგოგი - თამარ ჩიტორელიძე) პროექტით - „ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“ გამოეხმაურენ.

მიუხედავად იმისა, რომ მე-8 კლასის მოსწავლეები ყოველ წელს მონაწილეობენ სასკოლო პროექტებში, წელს თვითონ გახდნენ ინიციატორები. გაინაწილეს ფუნქციები, მოიძიეს ინფორმაცია და საინტერესო პრეზენტაციით წარდგენ სასკოლო აუდიტორიის წინაშე.

„ვთვლი, რომ აღნიშნული აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ მიმღებლობის, თანაგანცდისა და სიყვარულის უნარები“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახარებს მათი აქტიურობა. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203