„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და შემეცნებითი აქტივობები
24-03-2025

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა რუსუდან ქშუტაშვილმა და მისმა მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გააცნეს.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ეკა სურმანიძის დახმარებით მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ. ასევე შექმნეს პლაკატი -,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" და დახატეს ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...