ლასურიაშის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა
24-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.

ახლახან, სასკოლო პროექტის - „გარემოზე ზრუნვით საკუთარ თავს ვეხმარებით“, ფარგლებში ლასურიაშის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ტყის საერთაშორისო დღე 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსდა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და გამეჩხერებული ტყის ტერიტორიების შევსება- აღდგენა.

ლასურიაშის საჯარო სკოლის მე-11 კლსის მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებლის - ლამზირა ონიანის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ თემაზე შექმნეს პოსტერი, გააკეთეს პრეზენტაციები, სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს თავიანთი ნაშრომები, ისაუბრეს „ტყის კოდექსის“ მნიშვნელობაზე და იმ საფრთხეებზე, რაც თან ახლავს ტყის უკანონო ჭრას.

მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი „დედამიწის კვირეულის“ ფარგლებში ჩაერთონ კამპანიაში - „დარგე ხე”.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე - „რა საფრთხეებია მოსალოდნელი ტყის უკანონო ჭრის შემდეგ“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203