კაცხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
24-03-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.

20 მარტს, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეები.

მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

თამაშის ბოლოს გამოვლინდა შიდასასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203