დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები თამარიანის საჯარო სკოლაში
24-03-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას წელსაც, ტრადიციულად შეუერთდა. 

სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ამ დღის სიმბოლო - ქაღალდის „ჭრელი წინდები“ გააფერადეს. VI კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელთან ერთად შექმნეს პლაკატი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და ისაუბრეს საკითხთან დაკავშირებით.

VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა პრეზენტაცია.

მომხსენებლები გახლდნენ XII კლასის მოსწავლე მთვარისა გოზალიშვილი და X კლასის მოსწავლე გიორგი ხარშილაძე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო სეთური.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერომ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად. ეს დღე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...