ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კულიკამის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
აქედან გამომდინარე, ნაყოფიერი და ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც მიღებული ცოდნის განმტკიცებას ემსახურება.
ახლახან, კულიკამის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო ჩატარდა, რომელიც სომეხი მწერლის, ჰოვანეს შირაზის შემოქმედებას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან, ისაუბრეს მისი ცხოვრების საინტერესო ფაქტების შესახებ და ეზიარნენ ლიტერატურის საფუძვლებს.
იხილეთ ვიდეო