განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, კარინე ჰარუთიუნიანმა VIII კლასში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგმა კარინე ჰარუთიუნიანმა VIII კლასთან ერთად საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.
ქალთა საერთაშორისო და დედების დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა ლამაზი სიტყვებით, გულწრფელი ემოციებითა და შემოქმედებითი ნომრებით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა დედების მიმართ. მათ განსაკუთრებული სიმღერებითა და ლექსებით თქვეს მთავარი სიტყვები – „მიყვარხარ, დედა!“
ღონისძიება ძალიან ემოციური გამოდგა. მოსწავლეებმა მთელი გულით გამოხატეს მადლიერება და სიყვარული იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყველაზე დიდ როლს ასრულებენ მათ ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები: