მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში აქტიური ჩართულობისა და მიღწეული შედეგებისთვის დაჯილდოვდნენ
21-03-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგ მანანა ცირდავას ხელმძღვანელობით, უკვე 5 წელია, რაც აქტიურად არიან ჩართულნი გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. 

ახალხან, შიდასასკოლო, რაიონულ და რეგიონულ თამაშებში ჩართულობისა და მიღწეული
შედეგებისთვის ორგანიზაციამ მონაწილეებს დიპლომები გამოუგზავნა.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემართება და პედაგოგ მანანა ცირდავას მათ წარმატებაში შეტანილი  წვლილისთვის მადლობას უხდიან. 

„მშობლიური სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მადლობას უხდის
მათემატიკის მასწავლებელს ქალბატონ მანანა ცირდავას მოსწავლეებთან გაწეული
შრომისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203