ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს
21-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ.

როგორც ხორენიის საჯარაო სკოლაში გვიამბობენ, პედაგოგები და დირექცია მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და ამის დასტურია ის მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც სასწავლო პროცესს ალამაზებს.

ახლახან ხორენიის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და მარტის ლამაზი დღესასწაულები აღინიშნა. ბავშვებმა თავისი ცხოვრების ძვირფას ადამიანებს - დედიკოებს თბილი სიტყვები მიუძღვნეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები საცეკვაო ნომრები და კიდევ ერთი მშვენიერი დღე შემატეს მშობლიური სკოლის ისტორიას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი რუზანნა მელტონიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203