ყარათაკლიის საჯარო სკოლაში ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
21-03-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა. 

20 მარტს, საგაზაფხულო დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში ლამაზი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეასრულეს აზერბაიჯანული სიმღერები და ეროვნული ცეკვები. 

​ბავშვებმა სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - ულვია ვეისალოვა, ზაირა მამედონანურლანა ალოევა და სამინა მამედოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203