კაცხის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღსთან დაკავშირებით, სპეციალურმა პედაგოგებმა საგანმანათლებლო პრეზენტაცია გამართეს
21-03-2025

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში სპეციალური პედაგოგების ორგანიზებით გაიმართა საკლასო აქტივობა. პედაგოგები პრეზენტაციის სახით, მოსწავლეებს ამ დღის რაობაზე ესაუბრნენ, სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს. 

მოსწავლეებმა კი ერთხმად აღნიშნეს, რომ „მეგიბრები არ ითვლიან ქრომოსომებს“. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203