21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით. მათ შორის მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმი დაუნის სინდრომის რაობის შესახებ.
ღონისძიება ბიოლოგიის პედაგოგ მარიამ სიხარულიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: