„მეგობრობა და სიყვარული განსხვავებებს არ ცნობენ“- ლიხეთის სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები
21-03-2025

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში აქტიურად შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს. მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს. 

„ერთ ქრომოსომას არ აქვს ძალა, შეზღუდოს სინათლე, რომელსაც ადამიანი ასხივებს“ - დღეს, ჩვენი სკოლა კიდევ უფრო ფერადი გახდა—ბავშვებმა სიყვარულითა და შემოქმედებით შექმნეს ნახატები,რომლებსაც სიტყვებზე უკეთ შეეძლოთ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილის გადმოცემა:

განსხვავებულობა სილამაზეა და გულით დანახულ სამყაროში მეგობრობა რიცხვებს არ ემორჩილება

ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებთან ერთად, ფერადი ნახატებით, ფოტოპროექტითა და შთამაგონებელი ფილმით, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ მეგობრობა და სიყვარული განსხვავებებს არ ცნობენ, ერთად ვხატავთ სამყაროს, სადაც ყველასთვის არის ადგილი! “,- აღნიშნავენ სკოლაში. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203