შორაპნის საჯარო სკოლაში „ნიუტონის საღამო“ გაიმართა 
21-03-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

19 მარტს, სკოლაში მე-9 კლასის ორგანიზებით, „ნიუტონის საღამო“ ჩატარდა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ და მინაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-10 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები ნიუტონის ბიოგრაფიის და აღმოჩენების შესახებ.

ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა ვიქტორინა-თამაშს. დამსწრე მოსწავლეებისგან შეიქმნა ჯგუფები, რომელთაც მითითებულ დროში წერილობითი პასუხი უნდა გაეცათ, დარიგებული შეკითხვებისთვის.

ასევე ორგანიზატორი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ჟიური ამოწმებდა სწორ პასუხებს და აჯამებდა შედეგებს.

თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა. ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203