„სისხლის უანგარო დონაცია-ყველა დონორი გმირია“- თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
25-03-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნავენ და ღირეულ და სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან, საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მათი ღირებულებების ფორმირებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე განხორციელდა პროექტი თემაზე - „სისხლის უანგარო დონაცია-ყველა დონორი გმირია“

პროექტს პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა. პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. საკითხის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიეს, ჩაუღრმავდნენ და დონაციის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203