
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, XI კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში, რომლის თემა გახლდათ - „ბიზანტიის იმპერიის დაცემა“.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე დასახული მიზნები საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით წარმატებით განახორციელეს.
გაკვეთილი მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ია ტუშური ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: