ნახუნაოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
21-03-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოტივირებული მოსწავლეები კი შესაძლებლობებს სხვადასხვა კონკურსას თუ არაფორმალური განათლების პროექტში წარმატებით წარმოაჩენენ. 

ახლახან, ნახუნაოს საჯარო სკოლაში გაიმართა გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა", რომელიც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან,  სავსე იყო საინტერესო კითხვებით, დისკუსიებითა და  გამარჯვებებით.

„შეჯიბრში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებიც გუნდებად გაერთიანდნენ. დარბაზი ოვაციებში ჩაიძირა, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრებმა სიხარულით ჩაიხუტეს ერთმანეთი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ  ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...