„მონაცემთა საიდუმლოებები: როგორ ვხედავთ რიცხვებს გრაფიკულად“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი 
20-03-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ნინო მატიაშვილმა, VII კლასში (კლასის დამრიგებელი-თამილა ნადირაშვილი) განახორციელა სასკოლო პროექტი - „მონაცემთა საიდუმლოებები: როგორ ვხედავთ რიცხვებს გრაფიკულად“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უნარების განვითარება, მათთვის წრიული დიაგრამის შექმნის პრინციპების სწავლება და მონაცემთა ვიზუალიზაციის მნიშვნელობის გაცნობა.

მოსწავლეები გაეცნენ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ძირითად პრინციპებს. შეისწავლეს, როგორ მოამზადონ და წარმოადგინონ მონაცემები წრიული დიაგრამის სახით. მოახდინეს საქართველოს რეგიონების ფართობისა და მოსახლეობის მონაცემთა დამუშავება და ვიზუალიზაცია. განივითარეს კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიპოვეს, გაანალიზეს და ვიზუალურად წარმოადგინეს მონაცემები.

მათ განუვითარდათ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის დამუშავებისა და სწორად გადმოცემის უნარი, გაძლიერდა მათემატიკური უნარ-ჩვევები და მონაცემთა ვიზუალიზაციის პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება, მოსწავლეებმა გამოიმუშავეს გუნდური მუშაობის, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარები.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათემატიკის მასწავლებელს ნაყოფიერი მუშაობისთვის.

დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა პრაქტიკული უნარების გაღრმავებას და მათ წაახალისებს მომავალი კვლევებისა და ანალიტიკური პროექტების განხორციელებაში.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203