ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად, ცერონისის საჯრო სკოლაში მოსწავლის, ახალგაზრდა ძიუდოისტის - გიორგი კაპანაძის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ამაყობენ.
გიორგი კაპანაძე (- 60კგ წონით კატეგორიაში) პორეჩის ჭაბუკთა ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორია.
მოსწავლემ ხორვატიის ქალაქი პორეჩში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.