
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზაფხულის მოსვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ და შიდასასკოლო გარემო საგაზაფხულო დეკორაციებით გაახალისეს.
მოსწავლეებმა სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები და ფანჯრები გაზაფხულის ფერებში მორთეს და გაალამაზეს.
საგაზაფხულო ფუსფუსში სხვადასხვა კლასი ჩაერთო. ზოგმა კლასი საგაზაფხულო ყვავილებითა და გაზაფხულის მოსვლის მაუწყებელი დეკორატიული ფრინველებით მორთო, სხვებმა დეკორატიული ქოთნები და ყვავილები დაამზადეს, ზოგ კლაში კი თემატური კედლის გაზეთი დაამზადეს.
„მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულია, გარეთ წვიმის ნაცვლად თოვლი მოდის, მაგრამ ჩვენს ბავშვების გულში გაზაფხულის სითბო და სიხარული ჟღერს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: