„საქართველოს დაცული ტერიტორიები“ - ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის მე-4 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
20-03-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, IV კლასში, დამრიგებელ მარიამ კუკულაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა პროექტი - „საქართველოს დაცული ტერიტორიები“.

პროექტი მიზნად ისახავდა თითოეულ მოსწავლეს გაეაზრებინა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანძური ულამაზესი ბუნება და უნიკალური ბიომრავალფეროვნებაა.

ყოველივე ეს კი თითქმის ხელუხლებლად არის წარმოდგენილი დაცულ ტერიტორიებზე. დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულებაც სწორედ, ამ უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა.

ბავშვებმა წარმოადგინეს გემოვნებით გაფორმებული ნამუშევრები, ფერადი სლაიდები, ისაუბრეს თითოეულ ღირსშესანიშანაობაზე, წაიკითხეს ლექსები ბუნებასა და მის მშვენიერებაზე. დასახეს სამომავლო მიზნები - თუ რამდენი საინტერესო ადგილი აქვთ სამომავლოდ მოსანახულებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203