გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იგავ-არაკი - „დათვის წვეულება“ სპექტაკლად აქციეს 
20-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მეიგავის, ივანე კრილოვის იგავ-არაკი - „დათვის წვეულება“ „გააცოცხლეს“ და თოჯინური სპექტაკლი გაითამაშეს.

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აქტივობა ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები და მოსწავლეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ბავშვებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ.

ასეთი ტიპის აქტივობები კი ხელს უწყობს მოსწავლეებში ტექსტის ღრმად გააზრებას, ასევე შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203