ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში 
20-03-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ და მოზარდებს არაერთ საგანამანთლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსს სთავაზობენ. 

ახლახან, მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო ტურში. 

მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ინტერესით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. პირველი ადგილის მფლობელი ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები გახდნენ. 

„უპირობოდ ნიჭიერები, ჭკვიანები, ყოჩაღები, გილოცავთ, კიდევ ბევრი პირველი ადგილის მფლობელი გამხდარიყავით ცხოვრების ბილიკებზე, მე მჯერა თქვენი, ვიცი უამრავ გამარჯვებას იზეიმებთ, მიყვარხართ ძალიან“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახარებს მათი აქტიურობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203