ბიოლოგიის ახალი სტანდარტის დანერგვის მოდელირება სამ სკოლაში განხორციელდა
21-06-2018
ბიოლოგიის ახალი სტანდარტის დანერგვის მიზნით, სამ სკოლაში მოდელირებული გაკვეთილები ჩატარდა.
პროექტი თბილისის N54, N150 და საგარეჯოს N1 საჯარო სკოლებში განხორციელდა. პროექტის მონაწილე ბიოლოგიის პედაგოგებმა 12 გაკვეთილი ჩაატარეს.
მოდელირებული გაკვეთილების პროექტის მიზანი იყო ბიოლოგიაში (VII-IX კლასი), ახალი სტანდარტით განსაზღვრული, ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული საკითხების წარმატებული დანერგვის ხელშეწყობა, სათანადოდ წარმოჩენა, სწავლების პროცესზე დაკვირვება, ეფექტური სწავლების შესაძლებლობის უკეთ განსაზღვრა.
შემაჯამებელ შეხვედრაზე, პროექტში ჩართულმა მხარეებმა წარმოადგინეს განხორციელებული აქტივობები, შეჯამდა მიღწეული შედეგები და ხაზი გაესვა ასეთი ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ეფექტურობას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვის პროცესში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს