
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, შესაბამისად საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში პრეზენტაცია მიეძღვნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ხოტბა შეასხეს მის უდიდეს ღვაწლს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და აღორძინების საქმეში, აღნიშნეს მისი გატარებული პოლიტიკა, რეფორმები, ბრძოლები, რომელმაც საქართველოს აღმშენებლობა მოუტანა.
პრეზენტაციაში მე-8-მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი შავლეგი აბესაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: