მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ
19-03-2025

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პედაგოგ თეა ფხიკიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ღონისძიებას ხალისით შეუერთდნენ, შერჩეული ლიტერატურა წაიკითხეს ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203